ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
დავით ბახტაძე, თორნიკე გოგრიჭიანი, ირაკლი კვირიკაძე, თორნიკე ბზიავა, ლევან საგინაშვილი, თინა დალაქიშვილი ახლა პრაღაში, გადაღებებზე იმყოფებიან. უკვე ორი თვეა ქართველი მსახიობები Netflix-მა მძაფრსიუჟეტიან ფილმში - "Extraction 2"-ში სათამაშოდ, კრის ჰემსუორთთან ერთად მიიწვია.
„ბანგლადეშში, სასწაულებრივად გადარჩენილი ტაილერ რაიქი ბრუნდება და თავის გუნდთან ერთად, ახალი მისიის შესრულებას საკუთარ თავზე იღებს. მისი დავალებაა, ქართველი განგსტერის ხელიდან დაიხსნას ოჯახი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულ ციხეშია. რეიკი დავალებას თავს ართმევს, შეტაკებისას განგსტერი იღუპება. დაღუპული განგსტერის ძმა, დაქირავებულ ჯარისკაცზე ნადირობას იწყებს“, – წერია IMDB-ს აღწერილობაში.
ქართველ ჰალკად ცნობილ მკლავჭიდელ, ლევან საგინაშვილისგან ვიგებთ, რომ ბლოკბასტერში მიწვეულ მსახიობებს, პრემიერამდე, პროექტის დეტალების გაუთქმელობაზე ხელი აქვთ მოწერილი და საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვთ.
ლევან საგინაშვილი: - მეორედ ვარ გადასაღებ მოედანზე. პირველად არაბებმა მეომრის როლში გადამიღეს.
ახლა, კონტრაქტის თანახმად, ვერაფერს გეტყვით, ვერც როლზე, ვერც ფოტომასალას მოგაწვდით. ერთს გეტყვით, რომ ქართველ მაყურებელს სიურპრიზები ელოდება.
ორი თვეა პრაღაში ვართ გადაღებებზე. ბევრი ქართველი ვართ.
მაისში დააანონსებენ, როდის გამოვა ფილმი ფართო ეკრანებზე.