დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკვე 350 საპატიო თბილისელი გვყავს. 21 საპატიო თბილისელს შორის, კი წელს ეს წოდება საამაყო "ასაკოვან" ხელოვანებს გადაეცათ. მათ შორის - 87 წლის მერაბ კოკოჩაშვილს, 89 წლის ელდარ შენგელაიას, 89 წლის ჯემალ ღაღანიძეს, 90 წლის თენგიზ არჩვაძეს, 90 წლის ვახტანგ ჯავახაძეს, 90 წლის ტარიელ ჭანტურიას...
ხელოვანები "პრაიმტაიმთან" ხუმრობანარევ კომენტარებს აკეთებენ, ცოტა დააგვიანდათო, თუმცა წოდება ძალიან სიამოვნებთ.
მაესტროს განწყობა მისმა მეუღლემ, ნელი შენგელაიამ გადმოგვცა. რეჟისორი ახლა სცენარზე მუშაობს და საზოგადოებისთვის საჩუქარსაც ამზადებს.
ნელი შენგელაია: ელდარი დაჯილდოების ცერემონიალს ვერ დაესწრო იმიტომ, რომ ფეხი სტკიოდა. საერთოდ, არაამბიციური ადამიანია. არასდროს იბრძვის ჯილდოებისთვის და ამიტომაც თურმე, საპატიო თბილისელის წოდების გარეშე დარჩენილა. მე ვფიქრობ, რომ ის საპატიო თბილისელია. "ცოტა" დაგვიანდა, მაინცდამაინც 90 წელს რომ მიუახლოვდა და მაშინ დაჯილდოვდა. რა თქმა უნდა, იუმორით შეხვდა ამ ამბავს. ჩვეული იუმორით იკითხა - ნეტა რისი გასაღებია, სამოთხისო? გადმოგვცემენ, ალბათ, ამ სიმბოლურ გასაღებს.
დეკემბერში მისი ფილმების საიუბილეო კრებული გამოვა. სასაჩუქრე იქნება. რა ერქმევა ამ კრებულს, ამას სიურპრიზად დავტოვებ.
ჯემალ ღაღანიძე ძირითადად წევს. პრიზმა მსახიობი გაახარა...
ჯემალ ღაღანიძე: მე მგონი, დააგვიანეს ჩემთვის ამ პრიზის გადმოცემა, თუმცა საერთოდ რომ არ მოენიჭებინათ, აუცილებლად მეწყინებოდა. როცა კახი კავსაძემ და გივი ბერიკაშვილმა აიღეს, მეგონა მაშინ მეც მომანიჭებდნენ, მაგრამ არა. მაშინ სხვა მთავრობა იყო. მე კახი კალაძეს ძალიან ვემადლიერები.
მე თბილისელი კაცი ვარ, დავიბადე თბილისში, გავიზარდე თბილისში. ასე რომ, ჩემთვის ეს უძვირფასესი წოდება და ჯილდოა.
თენგიზ არჩვაძე აგვისტოში 90 წლის გახდა. ჯილდო მისმა ქალიშვილმა, მსახიობმა ნანა არჩვაძემ აიღო.
ნანა არჩვაძე: ჯერ ვერ მივაღწიე ბატონ თენგიზამდე და ვერ მივუტანე ჯილდო. რომ ვუთხარი, ესიამოვნა. თბილისი და საქართველო ძალიან უყვარს და მისთვის საყვარელი წოდება იქნება, ბუნებრივია. სიამოვნებს, მაგრამ არ გამოხატავს. დიდი მოსაუბრე არ არის. არაფერს არ გამოხატავს. ამ ასაკში ყურადღება კი ძალიან უხარია.