მსახიობებს შორის ნამდვილი მეგობრობა არ არსებობს, არავინ მოგატყუოთ - ქეთი დოლიძე

დოლიძე

„შური არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ბევრ სიბოროტეს აკეთებინებს ადამიანს. არასდროს შემშურებია სხვისი. მე არ ვარ ასეთი ადამიანი“,- ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ თოქშოუში  „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ ისაუბრა.

რეჟისორი ამბობს, რომ  არცერთი ქალი რეჟისორის არ შურს.

„კონკურენტადაც არავის არ აღვიქვამ. ყველა თავის საქმე აკეთებს. ჩვენ ყველას სხვადასხვა ფუნჯი გვიჭირავს ხელში და რატომ უნდა შემშურდეს“. - ამბობს ქეთი დოლიძე.

კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ?

- არანაირად. მე უარყოფითი რეცენზია არ მაქვს ჩემს სპექტაკლებზე.

მსახიობი კოლეგა გყავთ ისეთი, ვისაც არ ელაპარაკებით?

- კი. მაგრამ თქვენ ვინც გგონიათ ის არა. მსახიობებს შორის ნამდვილი მეგობრობა არ არსებობს, არავინ მოგატყუოთ.