„მინდა ბიზნესმენი გამოვიდე. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ... - რა გაუმხილა „პრაიმტაიმს“ ნიკოლოზ ხარატმა

ხარატი

ბავშვი საოცარი ვოკალით - ეს პატარა და უკვე დიდი ბიჭი ნიკოლოზ ხარატია. მას ცხოვრებაში უამრავი მიზანი აქვს. სურს სიმღერასთან ერთად ბიზნესშიც სცადოს ბედი. სკოლაში წარჩინებული მოსწავლეა და ამბობს, რომ სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. 

„პრაიმტაიმს“ ნიკოლოზმა სამომავლო გეგმები გაუმხილა. 

„მინდა ბიზნესმენი გამოვიდე. სიმღერა ჩემი გული და სულია ძალიან მიყვარს, უბრალოდ მასთან ერთად მინდა ბიზნესსაც დავეუფლო. 

26 მაისს თავისუფლების მოედანზეც მაქვს კონცერტი და ყველას გელოდებით. 

პროექტში ჯერ არ ვაპირებ მონაწილეობას, ძალიან დიდი ნერვიულობაა, არ მინდოდა მენერვიულა, მაგრამ ელემენტარულია.

კონკურენტები რასაც ჰქვია ჩვენ ეგ არ გვქონია პროექტში, მე მგონია, რომ ყველა ერთნაირი ვართ, გამორჩეული შეიძლება იყოს ხმით. ყველა  ერთმანეთს ვემეგობრებით, ერთმანეთთან ჩხუბი, ბრძოლა და მე მაგარი ვარ, ასეთი რამე საერთოდ არ ყოფილა, წარმოუდგენელია ასეთი რაღაც. 

 

- სწავლას როგორ ახერხებ გადატვირთული გრაფიკის ფონზე?

- ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან კარგად ვსწავლობ. მიყვარს სწავლა ათოსანი ვარ. ადამიანს თუ უნდა, უნდა მოინდომოს ორივე, სწავლის გარეშე არაფერი არ გამოვა. სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების. ყველა ბავშვს არ უყვარს სწავლა, მაგრამ უნდა მოინდომოს. 

მინდა ჩემს გულშემატკივრებს მივმართო: ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი მადლობა რომ მისმენთ და ასე გიყვართ ჩემი სიმღერები. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „საკმაოდ ბევრი დავიკელი... მთავარია, ნებისმიერ წონაში თავს კომფორტულად გრძნობდე“ - თიკა ჯამბურია

👉 VIDEO: „უცრემლოდ ვერ ვუყურე...“ - 7 წლის ნიაკო ნოზაძის ემოციური დუეტი მამასთან

👉 ვინ შესთავაზა ცოლობის სანაცვლოდ, 500 ათასი დოლარი მაკა ხიზანიშვილს