შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
მიზანმიმართული განცხადებებია, განსაკუთრებით იმ პირების მხრიდან, რომელთაც მაღალი თანამდებობები ეკავათ. ეს ქვეყნის გარშემო უარყოფითი ფონის შექმნას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა „ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.
„ეს არის მიზანმიმართული განცხადებები, განსაკუთრებით იმ პირების მხრიდან, რომელთაც მაღალი თანამდებობები ეკავათ. რას ემსახურება, ეს განცხადებები? – ქვეყნის გარშემო უარყოფითი ფონის შექმნას. ვინაიდან, ომი დაიწყო, უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველო ირანის დიდი და ერთგული მოკავშირეა, ქვეყანაში პროირანული ძალები დომინანტური არიან. ირანში მიმდინარე პროცესების საქართველოში გადმოტანის აზრის კულტივირებით მოსახლეობაში შიშისა და პანიკის გამოწვევა სურთ. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. რაც მთავარია, აქ ეთნიკური და რელიგიური მიმართულებით დაპირისპირების განვითარებას პედალირებენ. ანუ, მთელი ბუკეტის წამოწევა უნდათ, რომელიც, მათი აზრით, საქართველოს შიგნით თუ გარეთ დიდ პრობლემებს შეუქმნის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.