ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს - სასამართლო ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო

ლევან ჯანგველაძის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის საქმეზე, დღეს მორიგი პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე მსჯელობს.

იკითხება ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე პატაკის შემდგენელი პოლიციელი. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

"ბრალდების მხარე გააგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას, დაიკითხება მოწმე, ეს არის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია აქვს მიღებული. ზოგადად, საგამოძიებო სტრუქტურაში ოპერატიული ინფორმაციის მიღება არსებობს და შემდეგ ოპერატიული ინფორმაციით საგამოძიებო ინფორმაციის ჩატარება. რა თქმა უნდა, სანდო არის მიღებული ინფორმაცია, რომ დადასტურდა და ერთი-ერთში ემთხვევა. დადასტურებულია არამარტო ოპერატიული ინფორმაციით და სხვა მტკიცებულებებით, არამედ საქმეზე გამოთხოვილი არა ერთი მტკიცებულებით. შესაბამისად, ყველა მოწმის ჩვენება უნდა შეფასდეს ერთობლიობაში სანდოობის, დამაჯერებლობის კუთხით," - აღნიშნა საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.