მესხეთის თეატრში ,,მაკნატუნა”-ს პრემიერა გაიმართა

მაკნატუნა

მესხეთის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. თეატრთან არსებული, დრამატული წრის მოსწავლეებმა მაყურებელს ერნესტ თეოდორ ჰოფმანის მიხედვით, დადგმული ზღაპარი „მაკნატუნა“ წარუდგინეს.

სპექტაკლის რეჟისორი ლია სულუაშვილია, რეჟისორის ასისტენტი კი მანანა ბერიძე.

პატარა მსახიობების მონაწილეობით დადგმულმა სპექტაკლმა, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ცნობისთვის, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლია სულუაშვილმა  ახალციხეში პირველად დრამატული წრე 1972 წელს დააარსა. იმ ურთულეს პერიოდში ახალგაზრდები თეატრში შემოიკრიბა და მესხ მაყურებელს, მათი მონაწილეობით არაერთი სპექტაკლი წარუდგინა.

ტრადიცია გრძელდება დღემდე. მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ბავშვებს, ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებენ. ახალგაზრდებს სამსახიობო ოსტატობას, სწორ მეტყველებას, მოძრაობის პლასტიკას, სიმღერას და გრიმის გაკეთებას ასწავლიან.

პატარა მსახიობების რეპერტუარი მრავალფეროვანია. ყოველ ახალ სეზონზე მაყურებლებს ორ პრემიერას სთავაზობენ. ამ ეტაპზე დრამწრეზე 60-მდე მოსწავლე დადის.