მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

მესხეთის თეატრი

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 3 მაისს პრემიერა გაიმართება. "ვოდევილები"(იჭვიანი, ოინბაზი). ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც მაყურებელი ოთხშაბათს, სამ მაისს იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი კახა გოგიძეა, მასში მონაწილეობას მსახიობები: მანანა ბერიძე, ჯუნა თუმანიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი და მალხაზ შაყულაშვილი მიიღებენ. წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.