1733083542
"მე ვეუბნები რუსს, რომ აფხაზეთი ჩემია! მე ვუმეორებ ოკუპანტს! დვალეთი! სოჭა ჩემია!" - ვისია ლექსი, რომელსც ფეისბუქზე აზიარებენ
სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებლები პოეტ ვახტანგ ღლონტის ლექსს ავრცელებენ და აზიარებენ. ლექსი, დღეს, ნამდვილად ერთიორად აქტუალურია...
"მე ვეუბნები რუსს, რომ აფხაზეთი ჩემია!
მე ვეუბნები ოსს, რომ სამაჩაბლო ჩემია!
მე ვეუბნები თურქს, რომ ტაო-კლარჯეთი ჩემია!
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია!
მე ვეუბნები სომხეთს, რომ ლორე-ტაშირი ჩემია!
მე ვუმეორებ ოკუპანტს! დვალეთი! სოჭა ჩემია!
ჩემია ეს საქართველო! ტრაპიზონამდე ჩემია!
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია!
ჩემია საინგილო და დავით გარეჯი ჩემია!
მხოლოდ სისუსტით დავკარგე! დროებით შემირჩენია!
შენ! მეზობელო ჩემო, თუმც წაყრუება გჩვევია!
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია!
ჩემია!.. საზღვრის აქეთაც, საზღვრის იქეთაც ჩემია...
რაც წამართვი და რაც ვერა... რაც შენ თვალს გადარჩენია....
დამაცა! გმირი გაჩნდება, რომელიც გასაჩენია!
ეს საბრალდებო დასკვნა და საღმრთო განაჩენია.
საქართველო ჩვენია!"