პოლიციამ რუსთაველის მეტროს მიმდებარედ აქციის მონაწილეები დააკავა

ჯი

აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი რუსთაველის მეტროს მიმდებარედ რჩებოდა. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დააკავეს.

სპეციალური დანიშნულების რაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება პერიოდულად იძაბება. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკას, ქვებს, სხვადასხვა ნივთებსა და საგნებს იყენებდნენ, ხოლო სპეცრაზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ კაფსულებსა და წყლის ჭავლს იყენებს. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ხმოვანი სიგნალით დაშლისკენ მოუწოდებდნენ. პარალელურად, აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. დემონსტრანტებმა კვლავ აღმართეს ბარიკადები. ადგილზე სხვადასხვა საგნები, მეტალის კონსტრუქციები მიიტანეს, რითაც რუსთაველის გამზირი ჩახერგეს და ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს.