„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
3 მარტს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაიგებთ გამოთქმას, ყოველი დღეს დედებს ეკუთვნითო, ამ დღეს მაინც განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა, სოციალურ ქსელში ემოციური ლექსი გამოაქვეყნა:
„მამაკაცებში გადასახლდა დედათა სული, დედაკაცებში მამაკაცთა სული ჩასახლდა,
ჩრდილი მოადგა, თალხი ჩრდილი, სიცოცხლის სურვილს,
ბნელ ხეობებში მიტოვებულს ვგავარ ნასახლარს.
ვეღარც გადაღრღნილს ვიბაგუნებ მარჯვენას მკერდზე,
თავი მოვიკლა?
არ მიტოვებს დრო სხვა არჩევანს,
ქართვლის დედებო,
საქართველო შეიდგით მხრებზე,
რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად.
კვლავ ცივი სისხლი გადამივლის დაფლეთილ გულზე,
ხავსი მოედო,
სისხლის ბორგვა ძალზე მდორეა,
თვალცრემლიანი ჩემს ჩამოღლილ სამშობლოს ვუმზერ
და ჩემი თავი გარდაცვლილი უკვე მგონია.
ვგავარ ჩემსავით დაყვითლებულს, ვცახცახებ ძვლებზე,
დამბლადაცემულს შემითრთოლებს ქარი მარჯვენას,
ქართვლის დედებო საქართველო შეიდგით მხრებზე,
რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად.
ტარიელ ხარხელაური“
ფოტო: ბაბუა ალუდაურის