რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე იქნება აგებული, აუცილებლად დაბრუნდება და კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოსა და აშშ-ს შორის, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია მოხდება - მათიკაშვილი

მათიკაშვილი

უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები არის ალბათ ის მოცემულობა, რაც სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ახასიათებდეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის დაბრუნდება და გაღრმავდება დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.

„როდესაც ქაღალდზე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრობენ, რომ ამას აჩერებენ, საინტერესოა რა იყო და რას - აჩერებენ. თუმცა, ჩვენ ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ ნამდვილი, რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ღირსების დაცვაზე იქნება აგებული, აუცილებლად კვლავ დაბრუნდება და კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოსა და აშშ-ს შორის, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია მოხდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.