პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყელსაბამი, რომელიც მარია ანტუანეტას სიკვდილის მიზეზი გახდა აუქციონზე 4,81 მილიონ დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი დაახლოებით 500 ბრილიანტით არის გაკეთებული და ოთხშაბათს საღამოს ჟენევის აუქციონზე Sotheby's-ის მიერ შეფასებულ თანხაზე თითქმის ორჯერ ძვირად გაიყიდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ლოტი მოვიგე. თუმცა ის მე არ მეკუთვნის, მე ვარ მხოლოდ მეურვე, სანამ სხვა ადამიანი შემცვლის",- განაცხადა სამკაულის ახალმა მფლობელმა.
როგორც ცნობილი გახდა, აუქციონზე გაყიდული ყელსაბამის ქვების ნაწილი სწორედ ის ქვებია, რომლებმაც მარია ანტუანეტას სიკვდილი და საფრანგეთის რევოლუცია დააჩქარა. ზოგადად ისტორიული სამკაულების ბაზარს საკმაოდ მომხიბვლელი ნიშა აქვს. აუქციონის მონაწილეები არ ყიდულობენ მხოლოდ ნივთს, ისინი ყიდულობენ მთელ ისტორიას.
ცნობილია, რომ დიდგვაროვანმა ქალბატონმა, ჟიანა დე ლა მოტმა თავი მარია ანტუანეტად გაასაღა და სამკაული დედოფლის სახელით, ფულის გადახდის გარეშე წაიღო. მიუხედავად იმისა, რომ დედოფლის უდანაშაულობა დადასტურდა, მომხდარმა მონარქის ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილის შესახებ საზოგადოებაში პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა, რასაც საფრანგეთის რევოლუცია და მარი ანტუანეტას გილიოტინაზე ასვლა მოჰყვა.
ცნობისთვის, ყელსაბამი დაახლოებით 100 წლის განმავლობაში იყო ინგლისელი არისტოკრატის ოჯახის საიუველირო კოლექციის ნაწილი, სანამ ის 1960-იან წლებში კერძო აზიელმა კოლექციონერმა იყიდა.