თბილისში, საკუთარ ბინაში, ქალის ცხედარი იპოვეს
1732607101
ვირტუოზი პიანისტი ლექსო თორაძე, რომელიც 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, 11 მაისს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი, გუშინ თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
კომპოზიტორი, მომღერალი და მხატვარი ოთარ ტატიშვილი, გენიალურ მაესტრო ლექსო თორაძეს იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეო არქივის უნიკალურ მასალას აქვეყნებს:
„უნიკალური კადრები აღმოვაჩინე ჩემს არქივში.ამ ლეგენდარული კონცერტის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩატარდა 2015 წლის სექტემბერში, დევს „youtube“ პორტალზე,
თუმცა, ამოჭრილია სწორედ ეს ეპიზოდი, რომელიც მე გადავიღე ტელეფონით. მას მერე, რაც ლექსომ ბრწყინვალედ შეასრულა პროკოფიევის მე -2 საფორტეპიანო კონცერტი,
დამსწრე საზოგადოება, აღფრთოვანებული მისი ოსტატობით, მხურვალე ოვაციებით და აპლოდისმენტებით, გაუთავებლად იძახებდნენ ლექსოს სცენაზე, რათა კვლავ დაეკრა ბის! -ზე რაიმე.
თუ რა მოხდა შემდეგ, თავისი კურიოზებით, იხილავთ შემოთავაზებულ ვიდეოზე. ლექსო მართლაც ზეიმს ქმნიდა, ყოველი თავისი გამოსვლისას და კლასიკური მუსიკის მოყვარულთ დიდ სულიერ საზრდოს უტოვებდა.
დიდი ხნით,.მისი სახელი, ოქროს ასოებით ჩაიწერება, ქართული მუსიკალური კულტურის ისტორიაში“ - წერს ტატიშვილი.