კულტურის სამინისტრომ ფოთის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს თანამედროვე სტანდარტების განათების მართვის სისტემა გადასცა

განათების მართვის სისტემა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების ახალი განათების მართვის სისტემა გადასცა სსიპ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს.

კულტურის სამინისტრომ 2023 წლის ნოემბერში გააფორმა კონტრაქტი ტენდერით შერჩეულ კომპანიასთან საქართველოს 16 სახელმწიფო თეატრისა და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასცენო განათებისა და გახმოვანების სისტემების გასაახლებლად. შედეგად, სამინისტროს მხარდაჭერით, 2025 წლის გაზაფხულამდე ჩვიდმეტივე ორგანიზაცია სათანადოდ აღიჭურვება. კონტრაქტის საერთო ღირებულებაა 2 160 000 ლარი.

გარდა ამისა, რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის სამინისტრომ შეიძინა 320 000 ლარი ღირებულების პროექციის აპარატი, რომელიც თეატრს გადაეცემა აგვისტოში. ასევე, დაგეგმილია, რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის განათების აპარატურის შეძენა, რომლის ღირებულებაა 180 000 ლარი.

აპარატურის მოწოდება ეტაპობრივად ხორციელდება და ფოთის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შემდეგ განათების სისტემები გადაეცემა სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.