"წამებში მოხდა ყველაფერი, ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა ისე გარდაიცვალა..." - რამაზ ნოზაძე
1773259586
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
დარბაზი პირვანდელი იერსახით არის აღდგენილი. ჩატარდა იატაკის, კედლებისა და ჭერის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე, აღდგა ცენტრალური ხის კარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“ უსასყიდლოდ შეასრულა.
მინისტრმა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან ერთად, სამომავლო ღონისძიებებსა და თანამშრომლობის პერსპექტივაზე იმსჯელა.
უახლოეს პერიოდში დარბაზში წიგნის მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი განთავსდება, პარალელურად კი, მოეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.