დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას ადგილზე გაეცნო.
„კულტურის სამინისტროს ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების კვლევის პროცესში. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ“, - განაცხადა მიხეილ კიკნაძემ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი მერაბ ძნელაძე უძღვება. გათხრებში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ძირითადად, X–XII საუკუნეებით თარიღდება და შუა საუკუნეების თბილისის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს არქეოლოგიური ფენის გამოვლენისთანავე, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელების ნებართვა გასცა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.