"ხუთ მანეთიანების შეკვრა მიუცია მამასთვის და უთქვამს: პირობა მომეცი, ერთი თვე არ იტაქსავებო" - უცნობი ისტორია დოდო აბაშიძეზე

abashidze

გახსოვთ, ალბათ, ათი დღის წინ დოდო აბაშიძეზე ისტორია გამოვაქვეყნეთ, ბატონი ზაზას მიერ "ავტოგრაფში" მოყოლილი - მამის საფლავზე რომ ანთებული სანთელი ხვდება; დიდი გამოხმაურება მოჰყვა; რაც საყვარელი არტისტი აქეს და ადიდეს, კიდევ ერთხელ ცხონდებოდა;

ისტორია ვისაც არ წაგიკითხავთ, აქ დააწკაპუნეთ და გადახვალთ ბმულზე 

აქ კიდევ ერთ ამბავს ვაქვეყნებთ მსახიობზე, რომელიც სწორედ წინა სტატიის ქვეშ დააკომენტარა ერთმა ქალბატონმა;

ნანა ფოლადაშვილი: 70-იან წლებში, მამას, ეკონომიკური პრობლემა შეექმნა, სამსახურის შემდეგ თავისი "ჟიგულით" ტაქსაობდა; 31 დეკემბრის ღამეს, ბატონ დოდო აბაშიძეს გაუჩერებია, სახლამდე მიმიყვანეო; გამოუკითხავს ამბავი, შეწუხებულა;

ადგილზე რომ მიუყვანია მამას, დოდოს ხუთ მანეთიანების შეკვრა მიუცია და უთქვამს: ეს გამომართვი და სასწრაფოდ სახლში წადი, რომ ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდე; და კიდევ, პირობა მომეცი, ერთი თვე არ იტაქსავებო;

აი, ასეთი ადამიანი იყო ბატონი დოდო; ღმერთმა ნათელში  ამყოფე მისი სული;

ჩემი საყვარელი მამიკოც იმიერშია და ვინ იცის, იქნებ შეხვდნენ ერთმანეთს; ნათელი მათ სულებს;

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ჩვენი სცენა იმდენად რომანტიკული და ამაღელვებელი გამოვიდა, რომ ცრემლი ბუნებრივად წამომივიდა..." - "ლიმონაზე" "პრაიმტაიმს" ნუნუ ექიმი უყვება

"ციხის პერიოდში დაადგა მორწმუნის ცხოვრებას. მეუბნებოდა: ლოცვის დროს, ჩემ თვალწინ, ასოები ისე დიდდება, სათვალე აღარ მჭირდებაო" - დედა ქეთევანის ისტორია