დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
27 აპრილს ლეგენდარული არტისტის, კახი კავსაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მსახიობის უმცროსმა ძმამ, ოპერის მომღერალმა, იმერი კავსაძემ, "პრაიმტაიმთან" მისთვის მძიმე ერთი წელი გაიხსენა. ის ამბობს, რომ კახის წასვლის შემდეგ, საპატრიარქოშიც ვერ მიდის, მაშინ, როდესაც გივი ბერიკაშვილთან და კახისთან ერთად, საღამოს ლოცვაზე დასწრების "ტრადიცია" ჰქონდათ. გთავაზობთ ამ ინტერვიუდან მცირე ამონარიდს.
იმერი კავსაძე: ჩემთვის კახი არც არსად წასულა. ისეთი გრძნობა მაქვს, დღეს-ხვალ დამირეკავს და მოვა. რატომღაც სულ მისი ზარის მოლოდინში ვარ.
იცით, სადაც არ მიიხედავ და მოიხედავ, ყველაფერი კახის ხსოვნასთან არის დაკავშირებული. აბსოლუტურად ყველაფერი. აი, უბრალოდ ფრაზას რომ ვიტყვი, ისიც ჩემს ძმასთან კავშირშია. კახიმ რომ იცოდა, კახი ასე ამბობდა...
კახის წასვლის შემდეგ, პატრიარქთან ვერ მივედი. მე, კახის და გივი ბერიკაშვილს "ტრადიცია" გვქონდა, საპატრიარქოში საღამოს ლოცვაზე დავდიოდით. ჩვენთან ერთად იყო ქალბატონი გულიკო ჩაფიძეც. ასეთი ჯგუფი იყო შემდგარი. გივის წასვლის შემდეგ, მე და კახის, ეს ტრადიცია დაგვერღვა. ერთხელ მივედით და ისე გაგვიჭირდა, თითქოს რაღაც გვაკლდა. მას შემდეგ გვინდოდა მისვლა, მაგრამ რაღაც გვაჩერებდა, ვერ მივდიოდით. კახის შემდეგ ვერც მე მივდივარ პატრიარქთან. ალბათ, უნდა წავიდე. მერე შეიძლება უკეთესად შევიქმნე.