პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჯაზშემსრულებელსა და იმპროვიზატორს, ბექა გოჩიაშვილს გია ყანჩელის სახელობის პრემია გადაეცა. "ბადაგონის" მიერ დაწესებული ყოველწლიური პრემია, ათი ათასი ლარი მუსიკოსს "ბადაგონის" დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას მეუღლემ, თამარ ჯოჯუამ ბარ-რესტორან "სი ჩერტო"-ში გადასცა. პრემია ბექასთვის მოულოდნელი იყო.
მუსიკოსი მადლიერებით იხსენებს დიდ კომპოზიტორს, მისადმი სიყვარულს გამოხატავს და გვპირდება, რომ "გრემის" პრიზი უკვე მასზეა.
"გადმომეცა გია ყანჩელის სახელობის პრემია. ძალიან დიდი პატივი და ბედნიერებაა ეს პრიზი ჩემთვის, თან მნიშვნელოვანიც.
გია ყანჩელი გავიცანი 10 წლის ასაკში და მერე თქვენც იცით, როგორი ერთგული მრევლი ვიყავი და ვარ მისი შემოქმედების.
ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში უკვდავ გია ყანჩელს. დიდი მადლობა "ბადაგონი • Badagoni"-ს, დიდი მადლობა ჩემს ძმას, გიორგი ცაგარელს, თეონა ჯორბენაძეს, ნიკოლოზ რაჭველს, ნინო ნახუცრიშვილს, მადლობა სანდრო ყანჩელს მეგობრობისთვის და მუსიკალური ნდობისთვის.
შემდეგი პრიზი - Grammy ჩემზე იყოს, თქვენს სახელზე" - წერს ბექა ფეისბუქზე.
კომპანიამ გია ყანჩელის პრემია 2014 წელს დააარსა და იქიდან მოყოლებული ამ ყოველწლიური პრემიის ლაურეატები გახდნენ - ნატო მეტონიძე, პაპუნა შარიქაძე, ლევან დეისაძე, გიორგი კიკნაძე, მიხეილ კილოსანიძე და სხვა...