ინსტაგრამისთვის ყალბი ქორწილი რეალური აღმოჩნდა - ქალი თაღლითის მსხვერპლი გახდა
1737231820
ქეთა თოფურია საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. მომღერალი რუსულ კომპანიას არეკლამებს, რომელმაც „McDonald's“-ი ჩაანაცვლა.
გამოქვეყნებულ ვიდეოში თოფურია რუსული სწრაფი კვების ობიექტზე "Вкусно - и точка-ზე" საუბრობს და ამბობს რომ საუკეთესოა.
„ვიპოვე ჩემი საყვარელი ბურგერი. „გრანდ დე ლუქსი“ ჰქვია. „ბიგ მაკზე“ გემრიელი რამის გაკეთება შეუძლებელი მეგონა, თუმცა თქვენით ვამაყობ. ეს რეკლამა არ არის“,- ამბობს თოფურია.
„მაგაზე უკეთესი არაფერი გეჭამოს“,- წერენ კომენტარებში ქართველები.
ცნობისთვის, McDonald's-მა რუსული ბაზარი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა.