ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება. ექსპოზიცია მოიცავს ფოტოგრაფ იური მეჩითოვის 60-ზე მეტ ფოტოსურათს, რომელიც გადაღებულია 1988 წელს, მსახიობ მარჩელო მასტორიანის საქართველოში ვიზიტისას.
ფოტორეპორტაჟი ასახავს იტალიელი მსახიობის შეხვედრებს ქართული კინემატოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან. ფოტოგამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, იტალიის საელჩოსა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება, გამოფენის დათვალიერება 30 ივნისამდეა შესაძლებელი.