1767614606
გრიბოედოვის თეატრი სამძიმრის წერილს ავრცელებს
გრიბოედოვის სახელობის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გრიბოედოვის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 3 იანვარს, სიცოცხლის 70-ე წელს, გარდაიცვალა ნიკოლაი სვენტიცკი. გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის შეტევა. მან გრიბოედოვის თეატრს 40 წელი მიუძღვნა — 1986 წლიდან, გაიარა გზა ადმინისტრატორიდან დირექტორამდე.ნ. სვენტიცკი იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს — „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული აკადემიის საპატიო პროფესორი. რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი. მეგობრობის ორდენის კავალერი. დაჯილდოებული იყო მედლით „სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავის ხსოვნისათვის“.
„რუსული პრემიის“ ლაურეატი — სპეციალური პრიზი „რუსული კულტურის ტრადიციების განვითარების და შენარჩუნებისათვის რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ“ — მრავალწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივი კულტურული კავშირების გაღრმავებისთვის, რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის ორგანიზებისა და ყოველწლიური ჩატარებისთვის.2016 წლიდან — საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.2017–2023 წლებში — საზღვარგარეთის რუსული თეატრების ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.“ - წერს თეატრი გავრცელებულ სამძიმრის წერილში.








