პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბესიკ ხარანაულის ახალ ლექსს, რომელიც პოეტმა წუხელ დაწერა, მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
ლექსს ბევრი გაზიარება და კომენტარი აქვს.
"როგორ ახერხებთ ყოველ ჯერზე გული გაგლიჯოს თქვენმა სიტყვამ", "მადლობა ასეთი ტკივილიანი სიყვარულისა და ღამენათევი ლექსისთვის. დიდხანს გვამხნევებდეს თქვენი შემოძახილი", "წერეთ, ბევრი წერეთ, რადგან ვეღარც ვაჟა ფშაველა დაწერს და ვეღარც გოდერძი ჩოხელი", "თავისი ქვეყნის ჭირისუფალო", "ყველა ქალის სახელით უღრმეს მადლობას მოგიძღვნით, ბატონო პოეტო"...
ღამე დილაში, ვარდი ქილაში
რაკი მშვიდობით გათენდა ეს ღამე შვიდი მარტისა,
გამომხატველი აღარ ვარ არავითარი დარდისა,
წავალ, დავივლი გორებსა, დავკრეფ იების კონებსა,
და, სათითაოდ მივართმევ ჩემს ღამენათევ ქალებსა
-იებსა შენამსჭვალებსა, ვარდებსა ფერნაცვალებსა,
ახალ დღის სიხარულისათვის იმათ გახელილ თვალებსა,
დავკოცნი თვალუხილავად, უსიტყვოდ ვეტყვი ალერსსა...
ქალებსა, ჩემსა ქალებსა, გამხარებ-გამამწარებსა.