პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
22 წლის ქართველი ბიჭი, ლუკა მჭედლიშვილი (Luka mchedlishvili) ამერიკულ ფილმში გადაიღეს. ის ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ფილმის სახელია I am yours, ჟანრი დრამა.
ლუკა, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საუბრობს, როგორ მოხვდა კასტინგზე, როგორია ამერიკაში ცხოვრება და აპირებს თუ არა სამშობლოში დაბრუნებას.
„უკვე სამი წელია ამერიკაში ვცხოვრობ. სექტემბრის თვეში, დამირეკა ჩემმა კარგმა მეგობარმა, გიორგი ტყემალაძემ, ფილმის რეჟისორმა და მითხრა, რომ გაიცნო ამერიკაში პროდიუსერი, რომელსაც სურდა მასთან მუშაობა. გიორგიმ მითხრა, კასტინგი გამეარა ამ პროდიუსერთან. პირველად ფილმის ტექნიკურ დამხმარედ გავიარე გასაუბრება და უარი განმიცხადეს. უკვე დანებებას ვაპირებდი, რადგან აქ რეჟისორი არ წყვეტს და მთავარი პროდიუსერია, მაგრამ კიდევ ერთი თხოვნის შემდეგ გავედი კასტინგზე, მსახიობის ამპლუაში და ამიყვანეს. მითხრეს, შენი ტიპაჟი ძალიან უხდება კამერასო.
ფილმის გადაღებები უკვე დასრულდა და ფილმმა მოიგო American Filmatic Arts Awards“,- ამბობს ლუკა.
რა როლი გაქვთ ფილმში?
რაც შეეხება ჩემს როლს, ვასრულებ უსახლკარო ნარკომანის როლს, რომელიც მთავარი პერსონაჟის მეგობარია.
რას საქმიანობდით საქართველოში? და აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას?
- საქართველოში ვმუშაობდი ტელევიზიაში. ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ სამშობლოში დაბრუნებაზე, რადგან ახლა გავაფორმე კონტრაქტი Los Angeles kino studios-თან და ვემზადები მასშტაბური გადაღებებისთვის.
ამერიკულ ცხოვრებაზე რომ მოგვიყვეთ? რთული იყო თავის დამკვიდრება?
- საოცარი ქვეყანაა, როგორც იძახიან, ოცნებების ახდენის ქვეყანაა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ამ ფილმის მერე უფრო მეტი შემოთავაზება მივიღე სრულმეტრაჟიან ფილმებზე.
აპირებთ გაჰყვეთ ამ პროფესიას?
- რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. საქართველოში ძალიან ცუდი სიტუაციაა და დაუფასებლობაა..