ბაჩანა შენგელია ნაცმოძრაობას აკრიტიკებს: ის, რაც დღეს მოხდა ზუგდიდში, ეს იყო წითელი ხაზის გადალახვა

ბაჩანა შენგელია

ის რაც დღეს მოხდა საჭიროებს კარგად დაფიქრებას, ეს არ ყოფილა ამომრჩევლის ნება“, - ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საკრებულოს თავნჯდომარედ გიგა ფარულავას არჩევას.

„ეს არის ჩემთვის მიუღებელი გადაწყვეტილება, მე არ ვარ ნაციონალური პარტიის წევრი, რომ დავტოვო პარტია, მაგრამ ის რაც დღეს მოხდა საკრებულოს სხდომაზე ზუგდიდში, ეს იყო წითელი ხაზის გადალახვა ამომრჩევლის ნებასა და პარტიას შორის. ამ მხრივ არ ვსაუბრობ პირად ტრაგედიაზე, ვსაუბრობ როგორც რიგითი ამომრჩეველი. ზუგდიდელებს 45 კაციან საკრებულოში სამ კაციანი პარტიისთვის არ მიუციათ მანდატი გამხდარიყვნენ საკრებულოს თავმჯდომარედ. ის რაც დღეს მოხდა საჭიროებს კარგად დაფიქრებას, ეს არ ყოფილა ამომრჩევლის ნება“, - განაცხადა „პრაიმ თაიმ“-თან საუბრისას ბაჩანა შენგელიამ. 

მისი თქმით, არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება, არ შეიძლება მორალთან კომპრომისი. 

„უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, ეს საზიანო იქნება ქალაქისთვის და ამ ქალაქის ყველა გულშემატკივრისთვის.

არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება, არ შეიძლება მორალთან კომპრომისი! ამ გადაწყვეტილების შედეგს ისევ ჩვენ მოვიმკით და თან მალე. ძალიან გულდასაწყვეტია“, - წერს სოციალურ ქსელში ბაჩანა შენგელია. 

გიგა ფარულავა საკრებულოს სხდომაზე 25 ხმით აირჩიეს. კენჭისყრაში „ქართულ ოცნებას“ მონაწილეობა არ მიუღია.