ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი გარდაიცვალა

მარისა პარედესი

 ცნობილი ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის კინოხელოვნების აკადემია ავრცელებს, რომელსაც პარედესი 2000 წლიდან 2003 წლამდე ხელმძღვანელობდა.

პარედესი ყველაზე მეტად ესპანელ კინორეჟისორ პედრო ალმოდოვართან მრავალწლიანი თანამშრომლობითაა ცნობილი. მსახიობმა ალმოდოვარის არაერთ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა მაღალი ქუსლები, ყველაფერი დედაჩემის შესახებ და ჩემი საიდუმლოს ყვავილი.