,,ჩემი შვილი ექიმმა დააყრუა, სმენის ნერვი გადაუწვა... - მსახიობი ზაზა მაღალაშვილი

ზაზა

მსახიობი ზაზა მაღალაშვილი, ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში შვილზე საუბრობს. ის ჰოლანდიაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა, სადაც შვილის გადასარჩენად წავიდა. საქართველოში დარჩენის შემთხვევაში სამუდამოდ სმენის პრობლემა  ემუქრებოდა.

„მარიტა უნიჭიერესი ბავშვია. მენატრება ეს პატარა ნეაპოლელი გოგო – მამამისია ნეაპოლელი. მოგეხსენებათ, მარიტას დედამ, ჩემმა შვილმა, სალომემ, 2 წლისამ დაკარგა სმენა, მაგრამ მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ 1993 წელს მის გამო აქედან წავსულიყავი და მიმეღწია იმისთვის, რაც დღეს მაქვს – სალომე დღეს ჩემი ულამაზესი შვილიშვილის დედაა, მუშაობს და საუბრობს სამ ენაზე.

მაშინ აქ გადაგვიწყვიტეს იმედი, რომ სალომე ოდესმე მოისმენდა რამეს და საუბარს შეძლებდა. უბნის ექიმმა დიდი რაოდენობით ,,გენტამიცინი” დაუნიშნა და ბავშვი დააყრუა. 41 გრადუსი ჰქონდა სიცხე და ეს წამალი იმდენი გაუკეთა… ცოცხალი გადარჩა, მაგრამ სმენის ნერვი გადაუწვა. ეს იყო ექიმის შეცდომა. გადაარჩინა, მაგრამ დააკარგვინა ისეთი რამ, რაც მხოლოდ მას კი არა, ყველას გვტკიოდა“, - ამბობს ზაზა მაღალაშვილი.