ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
დღეს, 28 იანვარს 66 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილოლოგი, მეცნიერი და პოეტი - ლალი გულისაშვილი. საერთოდ რომ არაფერი დაეწერა, მხოლოდ „იავნანა“ ეყოფოდა.
ლალიმ ნანა ჯანელიძის ფილმისთვის - „იავნანა“, ჯანსუღ კახიძის მომაჯადოვებელ მუსიკაზე, დაუვიწყარი და ამაღელვებელი ლექსი დაწერა... მას ეკუთვნის „შობის გალობის“ ტექსტიც...
ფოლკლორისტი ამირან არაბული, გარდაცვლილ მეგობარს სოციალურ ქსელში ემოციურად იხსენებს.
ამირან არაბული: - ჩემი ლექსების ახალ კრებულს ოთხშაბათს ლიტერატურის ინსტიტუტის დარაჯთან დაგიტოვებო,-შემეხმიანე ერთი კვირის წინ.
ეს იყო ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი...
დღეს გავედი, მოვიკითხე შენი წიგნი და ხელცარიელი შემოვბრუნდი შინ.
ავად მენიშნა. შენ ხომ ყალბი დაპირება არ გჩვეოდა.
და სულ ცოტა ხანში ეს უმძიმესი ამბავი შემატყობინეს...
ვზივარ, ვფიქრობ და სიტყვა არ მემორჩილება (ალბათ იმიტომ, რომ სიკვდილს ყველაზე მეტად დუმილი შეშვენის!).
ადამიანობაშიც გამორჩეული იყავი და პოეტურ შემოქმედებაშიც. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: შენი ერთი ლექსი არაერთი თანამედროვე პოეტის ტომეულებს გადაწონის!..
აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზის სიყვარულით სავსე ლალი გულისაშვილი. მშვიდობით, დაო და მეგობარო. ადრე თუ გვიან ყველანი მანდ წამომსვლელები ვართ!..