პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გია გუგუშვილი სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. მან რვა წელი გაატარა რექტორის ამპლუაში. ზედიზედ ორი ვადით გახლდათ არჩეული. 4 ოქტომბერს ვადა გავიდა, არჩევნები აკადემიაში ნოემბრის დასაწყისში დაინიშნება.
"ძვირფასო მეგობრებო, დასრულდა ჩემი რვა წლიანი მოღვაწეობა სამხატვრო აკადემიაში რექტორის თანამდებობაზე..! რვა წელი შრომის, შენების, შემოქმედებისა და სწავლებისა... მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვედგა ამ ურთულეს პერიოდში" - წერს მხატვარი ფეისბუქზე და მადლობას უხდის მედიასაც, რომელიც მისი თქმით, ანებივრებდა ყურადღებით.
მხატვარი თავისუფალი დროით, რომელიც უკვე აქვს, ძალიან ბედნიერია და როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, შემოქმედებითად ძალიან საინტერესო ცხოვრებას იწყებს.
გია გუგუშვილი: გადასარევად გავიღვიძე არა რექტორმა, ამხელა ტვირთი მომეხსნა. არ ვიცოდი, რამხელა ტვირთს ვატარებდი. აზრზე არ ვიყავი. გუშინ გამოვედი სახლიდან და სად მივდივარ-მეთქი, დავფიქრდი. იმდენი თავისუფალი დრო აღმომაჩნდა, რომ ხატვაც გამიჭირდა. ახლა ჩემს ქეთის მივყვები თავის საქმეზე.
სამსახური მობილიზაციაა. რვა წელი ხალხთან ითანამშრომლებ, იმეგობრებ და იღებ გულის ამაჩუყებენ წერილებს, რა გითხრათ, წმინდა ადამიანური კუთხით, ეს მომენტი არსებობს. მაგრამ მე რომ ეგეთ სამსახურში აწი ცხვირს არ შევყოფ, ზუსტად ვიცი, ეგრეა. (იცინის) ამაში ასაკიც ხელს მიწყობს.
ვიყავი პირველი რექტორი სამხატვრო აკადემიაში, რომელიც ზედიზედ ორი ვადით ვიყავი არჩეული. პირველად რთულად, მეორედ ჩვეულებრივად, ძალიან დემოკრატიულად. ლექტორი ვიქნები იმ შემთხვევაში, თუ ახალი მთავრობა, რომელიც მოვა, არ გადმოვა შემოქმედებით გზაზე და პარტიული ინტერესით ცხოვრებას არ დაიწყებს. ასე რომ, ჯერჯერობით ვივა აკადემია! დავამატებ იმას, რომ სამარცხვინოა, როდესაც სახელმწიფო სამსახური არაპრესტიჟულად ითვლება.
უკვე დავიგეგმე; 24 ნოემბერს მინდა პერსონალური გამოფენა მოვაწყო და გავესაუბრო საზოგადოებას, თუ რა გავაკეთე ბოლო წლებში. მინდა ნახოს კოლეგებმა, მედიამ. ჩემს სამადლობელ სიტყვაში მედიაც მყავს ნახსენები. მედიისგან განებივრებული ვიყავი. მადლობა, ძვირფასებო.
აი, ასე, გამოფენები და ბევრი მუშაობა, შემოქმედებითი ცხოვრება. გვაქვს პატარა ჯგუფი - "ფერადი კაბრიოლეტი", რომლითაც ჯავრიშვილის ფანტასტიკურ გალერეაში გვექნება გამოფენა. შვეიცარიაში შვილიშვილი შეგვეძინა. იცით, იქ რა მუზეუმებია. ასე გადავაწყეთ ცხოვრება, მაგრამ სტუდენტებს ვერ გადავეწყობით. ისინი ხელუხლებელი სიყვარულია.
ქეთი მატაბელი: გიას თავისუფლებით მე ვარ ყველაზე ბედნიერი. თავისუფლება ყველაზე სანუკვარი რამაა. უფრო განვითარდები ყველაფერში. გშორდება სტრესი, რომელიც სამსახურს ახლავს და ეს ცოტა რამ არ არის.
გიამ თავისი მისია შეასრულა. აღადგინა სამხატვრო აკადემიის ლეგენდარული და ისტორიული შენობა. მიიღო დიდი სიყვარული.
ასე რომ, ცხოვრების ახალი ეტაპი გვეწყება. საინტერესო.