„არ ვაპირებ ცეკვის გაგრძელებას...“ - რა პროფესიას ირჩევს ნიკა ლო­მი­ძი­სა და თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის უნიჭიერესი ქალიშვილი

მსახიობი და მოცეკვავე ნიტა ლომიძე

ცნობილი წყვილის ნიკა ლო­მი­ძი­სა და თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის უნიჭიერესი და ულამაზესი ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა ლომიძე, 13 წლის ასაკში მეგაშოუს - „შენ შეგიძლია ცეკვა„ ფინალში, ქვეყნის საუკეთესო მოცეკვავე და ხალხის რჩე­უ­ლი გახდა.

ბავშვობაში მონაწილეობა აქვს მიღებული, ხუთ ქართულ მხატვრულ ფილმში. ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის 46-ე სა­ბა­ლე­ტო სკო­ლის მოსწავლე, ცეკ­ვის უკეთ და­სა­უფ­ლებ­ლად, უცხოეთში წასვლაზე ოცნებობდა და აისრულა კიდეც.

2019 წელს, 15 წლის ნიტა კალიფორნიაში, ხელოვნების სკოლაში ჩაირიცხა და აშშ-ს წამყვან კერძო სკოლა-აკადემიაში, „Idyllwild Arts Academy“. აკადემიის მიმღები საბჭოს გადაწყვეტილებით, პრესტიჟული სასწავლო სტიპენდია (Scholarship Award) მიენიჭა, რომელიც 50.000 დოლარს აღემატებოდა.

18 წლის ნიტა ლომიძე, რომელიც რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, სამომავლო გეგმებზე და ახალ არჩეულ პროფესიაზე საუბრობს:

ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ტრიუმფი -  ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის" გა­სარ­თო­ბ შოუში - „შენ შეგიძლია ცეკვა„ გამარჯვება იყო.

ბავშვობიდან ტანმოვარჯიშე ვიყავი, ამ მხრივ ბევრი მიღწევები მქონდა, მაგრამ ცეკვის სფეროში, ეს ჩემი პირველი და ყველაზე დიდი გამარჯვება იყო.

-„სას­წა­უ­ლი გოგო", - ასეთი იყო ჟიურის წევრების შე­­ფა­სება - მართლაც საოცარი შესრულება იყო, შესანიშნავი პლასტიკა და არტისტიზმი, ნამდვილი ფურორი მოახდინე,  ჟიურის წევრები ტიროდნენ, დარბაზი აპლოდისმენტებს არ იშურებდა...

13 წლის ვიყავი და ეს ჩემთვის დაუვიწყარი სიხარული იყო. ამ შოუმ, საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჩემ სამომავლო გეგმებზე და მიზნების განხორციელებაზე. ყოველთვის ვოცნებობდი უცხოეთში გამეგრძელებინა სწავლა და ასეც მოხდა. 

- რამდენიმე წლის წინ, აშშ-ს წამყვან კერძო სკოლა-აკადემიაში - „Idyllwild Arts Academy“ ჩაირიცხე, სადაც პრესტიჟული სასწავლო სტიპენდია - 50 000 დოლარიანი გრანტი მიიღე...

14 წლის ვიყავი, როცა საზაფხულო სკოლაში ვსწავლობდი და ამერიკაში თვე ნახევარი დავრჩი.  2019 წელს გრანტი ავიღე და მას შემდეგ აშშ -ში ვსწავლობ. წელს სკოლას ვამთავრებ და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვგეგმავ.

- სავარაუდოდ, ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში გააგრძელებ სწავლას, მაგალითად, „ჯულიარდში“... 

სხვათა შორის, „ჯულიარდის სკოლაში“ არ ჩავაბარე, რადგან სამწუხაროდ, არ ვაპირებ ცეკვის გაგრძელებას. ასე გადავწყვიტე. რამდენიმე კოლეჯიდან ველოდები პასუხს, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, სად გავაგრძელებ სწავლას. 

- და რა პროფესია აირჩიე?

ფსიქოლოგია, რადგან ძალიან მაინტერესებს ეს დარგი, მაგრამ ცეკვას თავს არ დავანებებ, აუცილებლად გავაგრძელებ.

- სასწაულად ცეკვავ, შესანიშნავი არტისტი ხარ, რამდენიმე ცნობილ ქართულ ფილმში გაქვს მონაწილეობა მიღებული - ახალ ფილმში არ გქონია მიწვევა?

სხვათა შორის, მას მერე ფილმში აღარ მივუწვევივარ, მაგრამ სამომავლოდ, ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას კასტინგებზე, მაგრამ ალბათ, ეს ამერიკაში მოხდება.

- უნიჭიერესი გოგო ხარ, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი შენი მშობლების დამსახურებაა...

დავიწყებ იმით, რომ დედა - მოცეკვავე თეა გობეჯიშვილი, ჩემი პირველი მასწავლებელი იყო. მთელი ცხოვრება მის ხელში ვარ და სულ მასწავლის.

ადრე უფრო მკაცრი იყო, ახლა შედარებით არა, მაგრამ მეცადინეობის დროს, ჩემგან ყოველთვის მეტს მოითხოვს. ჩემს მიმართ უფრო მკაცრია, ვიდრე სხვა მოწაფეებთან. საკუთარი „ცეკვის აკადემია“ აქვს გახსნილი და დღემდე ასწავლის.

როგორც თეა, ნიკაც ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემ საქმეებში ყოველთვის ჩართულია. ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობები გვაქვს.

- შენ ძმაზე მოგვიყევი...

მყავს 29 წლის ძმა ნიკა ლობილაძე, რომელიც ჩემზე  ბევრად უფროსიც არის და ჭკვიანიც. ტელეკომპანია პირველი არხის ტელეწამყვანია, ხშირად თარგმნის კიდეც.

- დარწმუნებული ვარ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს...  

ძალიან ბევრი მისვამს ამ კითხვას. როცა საქართველოში ვცხოვრობდი, მყავდა თაყვანისმცემელი, მაგრამ ამერიკაში წასვლამდე ერთი წლით ადრე, ერთმანეთს დავშორდით.

ამ ეტაპზე, სწავლას ვუთმობ მთელ დროს და სხვათა შორის, არც სურვილი მაქვს და არც დრო. ვისაც ვიცნობ, ყველა ჩემი ახლო მეგობარია და ამაზე არც ვფიქრობ.

- სამომავლო გეგმებზე მოგვიყევი...

უამრავი დრო მაქვს, რომ დავფიქრდე, ჩამოვყალიბდე სამომავლოდ რას ავირჩევ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ფსიქოლოგი გავხდე, ძალიან მომწონს და მიყვარს ეს დარგი.

- რატომ ფსიქოლოგია, შენ ასაკში, ადამიანების ფსიქიკური ცხოვრების შესახებ, ძალიან ცოტა ადამიანი ინტერესდება...

ძალიან რთული დარგი მაქვს არჩეული. ორი წლის წინ, ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რა პროფესია ამერჩია. ერთ დღეს დედამ კითხვა დამისვა, რომ არა ცეკვა, რა საგანს აირჩევდიო.

ვერ ვუპასუხე, რადგან არ ვიცოდი, არ ვიყავი ჩამოყალიბებული, ვერსად ვერ ვხედავდი ჩემ თავს. ბოლო პერიოდში, საკუთარ თავზე ფიქრი და ჩემი პიროვნების და ხასიათის შესწავლა დავიწყე.

ჩემ გარშემო მყოფ მეგობრებსაც ვაკვირდებოდი, მათ ცხოვრებასაც და ძალიან დამაინტერესა. სკოლაში რომ გადავედი, იქ საფუძვლიანი სწავლა დავიწყე, ბევრს ვკითხულობ და ბევრ ახალ ინფორმაციას ვეცნობი.

ამიტომ გადავწყვიტე, ეს საგანი ამეღო, პირველ სემესტრში ფსიქოლოგია დავიმატე ზედმეტ საგნად. ტვინის აგებულება და ემოციების, დამოკიდებულებების სწავლა რომ დავიწყეთ, ისე დამაინტერესა, უფრო სერიოზულად მივდექი ამ საგანს. თუ ხალხს დავეხმარები, ამაზე მეტი ბედნიერება, არ არსებობს.

- როდის გეგმავ საქართველოში დაბრუნებას?

ჩემი ოჯახის და მეგობრების გარეშე ვერ ვძლებ და ამიტომ ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში, გააჩნია, როგორი სამუშაო რეჟიმი მექნება. სავარაუდოდ, დიდხანს დავრჩები ამერიკაში. 

 

ნახეთ ვიდეო