„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
კულტურის მინისტრმა, ანსამბლ „რუსთავს“ ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი წარუდგინა.
ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელად მიხეილ ჯავახიშვილი დაინიშნა.
დირექტორის პოზიციაზე, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ია მაქაცარია წარადგინა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ესწრებოდნენ, ანსამბლის განვითარებისა და შემოქმედებით გეგმების შესახებ ისაუბრეს.
თინათინ რუხაძემ ანსამბლის ახალ ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა, - ინფორმაციას, საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.
ცვლილებებია, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვეშიც”.
კულტურის მინისტრმა ქალბატონმა თინათინ რუხაძემ ანსამბლ “მართვეს” შემოქმედებით ჯგუფსა და ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა.
დიდი სიხარულით გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელად ბატონი ვალერი ქუტიძე დაინიშნა.
ვალერი ქუტიძე 47 წელია ანსამბლ “მართვესა” და ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გზის ერთგული და განუყოფელი ნაწილია.
ანსამბლის დირექტორის პოზიციაზე კი ანსამბლ „ბასიანის“ წევრი ირაკლი ტყვაცირია დაინიშნა.
ანსამბლი „რუსთავი“ ვალერი ქუტიძესა და ირაკლი ტყვაცირიას მრავალ წარმატებას უსურვებს.
„რუსთავი“ მხარს უჭერს ანსამბლ „მართვეს“ და მრავალ გამარჯვებას უსურვებს.
ანსამბლი „მართვე“, მიშო ჯავახიშვილს, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს.
მიშოს ვუსურვებთ, ნაყოფიერ შემოქმედებით წინსვლას და წარმატებებს, იმ საქმის ღირსეულად გასაგრძელებლად, რომელსაც 57 წლის წინ საფუძველი ჩაუყარა დიდმა ანზორ ერქომაიშვილმა.