ვინ არის მოკლული ბავშვი, რომლის ცხედარი 18 წლის შემდეგ იპოვეს

ახვარი იაგო ნებიერიძე

2004 წელს გაუჩინაურებული 11 წლის  ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირას, დღეს მიაგნეს.

მოკლულის ადგილმდებარეობის შესახებ ბავშვის მშობლებს 2018 წელს იაგო ნებიერიძემ მიუთითა, თუმცა მისამართი არასწორი აღმოჩნდა. ნებიერიძის მიერ ტერიტორიის დასახელებას წინ უძღოდა, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის გატაცება, სექსუალურად ძალადობა და მკვლელობა. ნებიერიძე ზაქრო ბერძნიშვილის მკვლელობას არ აღიარებდა, თუმცა ამბობდა, რომ მხოლოდ იცოდა თუ სად იყო დამარხული გარდაცვლილი.

2018 წელს სამართალდამცველები იაგო ნებიერიძის მითითებულ ტერიტორიაზე - გორის ცენტრალურ პარკში საგამოძიებო მოქმედებებს სამი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა ბავშვის ცხედარს მაშინ ვერ მიაგნეს.

ზაქრო ბერძნიშვილი 18 წლის წინ საკუთარი სახლის ეზოდან დაიკარგა. ამ დროს მის ოჯახში ავტოფარეხს იაგო ნებიერიძე, მამასთან ერთად აშენებდა.

ბავშვის გაუჩინარებიდან სამ კვირაში ბერძნიშვილების ოჯახმა ბავშვის გამოსასყიდად 20 ათასი დოლარის მოთხოვნით ორი ანონიმური წერილი მიიღო.

პირველ წერილის მიხედვით თუ ოჯახის მზად იყო 20 000 დოლარი გადაეხადა, თეთრი ზეწარი უნდა გამოეფინათ.

მეორე წერილი ოჯახს მიუსაფარმა ბავშვმა მიუტანა, რომელმაც თქვა, რომ გზავნილი უცხო კაცმა გაატანა.

წერილში ეწერა, რომ ბავშვს თავი სტკიოდა, სიცხე ჰქონდა და დედას კითხულობდა. ითხოვდნენ, ბავშვის მშობლებს ერთ საათში აივნიდან სიგარეტის კოლოფით თანხა გადაეგდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი დაიღუპებოდა.

ექსპერტიზით გაირკვა, რომ წერილებს იაგო ნებიერიძე წერდა, თუმცა მან მხოლოდ წერილების წერა აღიარა, ამიტომ ბრალი მხოლოდ გამოძალვაზე წარუდგინეს. მაშინ ნებიერიძე 20 წლის იყო.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს 2019 წლის 27 მაისს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

ნახეთ ვრცლად