1692302192
VIDEO: თბილისში მამაკაცმა ტაქსი გაიტაცა და რამდენიმე კილომეტრში, სხვის ეზოში დატოვა

თბილისში მამაკაცმა ტაქსი გაიტაცა და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჩუღურეთის ტერიტორიაზე დატოვა. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები რამდენიმე საათი მუშაობდნენ. სამძებრო ძაღლებით შეამოწმეს მიმდებარე ქუჩები. ამოიღეს ვიდეოთვალის ჩანაწერებიც.
ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, თუ როგორ დაინახა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც "ბოლტის" ტაქსი" მის ეზოში გააჩერა და სწრაფად გაიქცა.
ავტომობილის გატაცების ადგილზე თვითმხილველმა გვითხრა, რომ მამაკაცი შეიარაღებული იყო. დამნაშავე პოლიციას, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.