რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
აბუ დაბიში საწვავის რეზერვუარებს ირანის თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „სქაი ნიუსი“ წერს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, შემთხვევა მუსაფაჰის საწვავის რეზერვუარებზე მოხდა, თუმცა ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ასევე, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშების შემდეგ, ირანი დარტყმებს ახორციელებს ისრაელზე, ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე.