VIDEO: რას იყენებენ და როგორ ძარცვავენ ქართველები სახლებს ესპანეთში

ძარცვა

ბარსელონას პოლიცია ქართველ კრიმინალებთან ბრძოლაში მარცხს აღიარებს და კანონმდებლობის გამკაცრებას მოითხოვს, გაძარცულია საფეხბურთო კლუბ ბარსელონას რამდენიმე ფეხბურთელიც კი. მძარცველები სპორტსმენების ვილებს იმ დროს ქურდავდნენ, როდესაც ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ.

პოლიციამ რამდენიმე ბრალდებული უკვე დააკავა. ქართულ პასპორტებთან ერთად ამოღებულია მაკრატელი, ჩაქუჩი, ღამის ხედვის სათვალე და სპეციალური დეტექტორები.

ქართველების მიერ სახლების ძარცვა ესპანური ტელევიზიების ცენტრალურ თემად იქცა. უსაფრთხოების ექსპერტმა პირდაპირ ეთერში ჩემოდნით მიიტანა ის ხელსაწყოები, რომელთაც ქართველი დაჯგუფებები ძარცვისთვის იყენებდნენ. 

„ეს არის იმ მოწყობილობების ფართო სპექტრი, რომელსაც ქურდები იყენებენ სახლებში შესასვლელად. ზოგიერთი მათგანი ძალიან მარტივია, მაკრატელი და ჩაქუჩი, მაგრამ კარგად გამოცდილ დაჯგუფებებს აქვთ ძალიან დახვეწილი აღჭურვილობები, როგორიცაა: თვალთვალის  შუქურები, სპეციალური დეტექტორები, ელექტრონული მოწყობილობები“, - ამბობს ექსპერტი. 

„აქ ეს ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ, სახლების ქურდობაში ეჭვმიტანილებს დიდ ნაწილს 24 საათში ათავისუფლებენ. ჯიბის ქურდებს 2 საათსაც არ აყოვნებენ. აქაურობას ისინი სამ ვარსკვლავიან სასტუმროებად მოიხსენიებენ“, -  ამბობს ექსპერტი.