„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ქართველი "კანონიერი ქურდი", რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები თანამშრომლობას სთავაზობდნენ - ვრცელდება გიორგი კილაძის ვიდეომიმართვა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის მოწყობის რუსულ სქემაზე საუბრობს, რომლის ერთ ერთი მთავარი ფიგურანტი თავად უნდა გამხდარიყო. “ეფესბეს“ ოფიცერი ე.წ. კრიმინალურ “ავტორიტეტს“ საომარი მოქმედებების ფონზე, უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობას სთხოვდა.
„მე ვარ გიორგი კილაძე, კანონიერი ქურდი. ჩემთან კავშირზე გამოვიდნენ რუსეთის სპეცსამსახურები. მთხოვეს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია მომეხდინა. მე ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, არ ვაპირები არავის გაყიდვას“ - აცხადებს კილაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ აღიარების შემდეგ ქართველ ეგრეთწოდებულ „კანონიერ ქურდს“ უკრაინის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა ოფიციალურად მისცეს და ამჟამად ის საბერძნეთში იმყოფება. მანამდე კი კილაძე ჩერნიჰივის ციხიდან გაიქცა. ის უკრაინელმა სამართალდამცველებმა 13 მარტს, მოლდოვის საზღვართან დააკავეს და კვლავ საკანში დააბრუნეს. აღმოჩნდა, რომ ქართველ ეგრეთწოდებული კრიმინალურ „ავტორიტეტს“ ციხიდან გაქცევაში დაწესებულების დირექტორის მოადგილე დაეხმარა.
„რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება უკვე შეუფარდა No91-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის პირველ მოადგილეს, გენადი ბალაბატკოს, რომელიც ეჭვმიტანილია ციხიდან პატიმრის გაქცევის ხელშეწყობაში. რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, მან უკანონოდ გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე, 30 წლის “კანონიერი ქურდი“ - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ის, რომ რუსული სპეცსამსახურები სხვადასხვა ქვეყანაში კრიმინალურ სამყაროს საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებენ, ცნობილია სამართლისა და უსაფრთხოების ექსპერტებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არაერთი ეგრეთწოდებული “კანონიერი ქურდი“ რუსეთის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობს.
30 წლის გიორგი კილაძეს კრიმინალურ წრეებში “გეგა ოზურგეთსკის“ სახელით იცნობენ. ის უკრაინაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული.