რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. პოლიცია მომხდარს იძიებს, როგორც ორმაგ მკვლელობას.
78 წლის რაინერის და მისი 68 წლის მეუღლის ცხედრები 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. რამდენიმე მედიასაშუალება წერს, რომ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი წყვილის ვაჟი ნიკია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო.
50-წლიანი კარიერის განმავლობაში რობ რაინერმა 90-ზე მეტ პროექტში ითამაშა, თუმცა დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც რეჟისორმა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: „როცა ჰარი შეხვდა სალის“, „უძინარნი სიეტლში“, „პატარძალი პრინცესა“, „უოლ-სტრიტის მგელი“ და ა.შ.