VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
კიდევ ერთი სავარაუდო ფემიციდის მსხვერპლი თბილისში. მოკლულია 40 წლამდე ასაკის ქალი. სავარაუდო ეჭვმიტანილი კი მისი შეყვარებულია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელობის ფაქტამდე კამერებმა წყვილის ჩხუბი დააფიქსირეს.
გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გოგონა ნაქირავებ ბინაში კიდევ ერთ მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.