1732276666
სასტიკი მკვლელობა თბილისში - მოკლულია ახალგაზრდა ქალი
გვიან ღამით მკვლელობა მოხდა თბილისში. „კურიერის“ ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა ქალი, სავარაუდო ეჭვმიტანილი კი მისი შეყვარებულია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელობის ფაქტამდე კამერებმა წყვილის ჩხუბი დააფიქსირეს.
გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გოგონა ნაქირავებ ბინაში კიდევ ერთ მეგობარ გოგოსთან ერთად ცხოვრობდა. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.