1740223504
საქართველოში იმყოფებიან „ბაჩუკი“ და „ჯვარსკი“ - რა ვიცით მათ შესახებ?

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი ქმედებაა.
აქედან გამომდინარე, ქვეყანაში არცერთი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი არ იმყოფება. თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის ორი ცნობილი „კანონიერი ქურდი“ - ბადრი დვალი და რევაზ უბილავა.
51 წლის ბადრი დვალს, კრიმინალურ წრეებში „ბაჩუკი ქუთაისკის“ სახელით იცნობენ. ის სასჯელს რუსთავის N6-ე დაწესებულებაში იხდის.
28 წლის რევაზ უბილავა, იგივე „რეზიკო ჯვარსკი“ 2020 წელს წალენჯიხაში დააკავეს. ის პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერ ქურდად“ მიიჩნევა, რომელიც თურქეთში 21 წლის ასაკში „მონათლეს“.