საბერძნეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც 37 სუპერმარკეტი გაქურდა

ქურდობა

საბერძნეთში დააკავეს 48 წლის ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 რეგიონში, 37 ჯერ გაქურდა სუპერმარკეტები.

ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

მათი ინფორმაციით, კაცი პოლიციამ მაღაზიიდან მორიგი ქურდობის დროს დააკავა. მოპარული პროდუქცია მას სუპერმარკეტში დააბრუნებინეს.

შემდეგ გაირკვა, რომ მან ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა.

წინასწარი გამოძიების დროს გაირკვა, რომ ქართველმა საბერძნეთის 12 სხვადასხვა რეგიონში სუპერმარკეტები გაქურდა.

მის წინააღმდეგ განმეორებით ქურდობის ფაქტზე საქმე აღიძრა.