ბილ გეითსმა დაასახელა ბავშვობის ჩვევა, რომელიც მისი წარმატების გასაღები გახდა
1737809303
ბათუმში, კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი, რომელსაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შენობისთვის მზიდი კედლების გამოცლა გახდა. ეს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნაა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა ორმა მუშამ ორი ბინის გაერთიანების დაკვეთა მეპატრონისგან მიიღო. მათ მოანგრიეს მზიდი კედელი, შემდეგ კი, დამატებითი კონსტრუქციებით გამაგრება უშედეგოდ სცადეს.
„10 წუთის განმავლობაში, შიგნით სამუშაოებს აგრძელებდნენ. შემდეგ კორპუსი დატოვეს და რამდენიმე წუთში ჩამოინგრა. აღნიშნული გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ მათ შენიშნეს ის, რომ საცხოვრებელ კორპუსის კედლებს მოძრაობა დაწყებული ჰქონდა. საკუთარი ძალებით ეცადნენ გამაგრებას, თუმცა, ვერ მოახერხეს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,“ - ამბობს პროკურორი ალექსანდრე ბრიკვაძე.