რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძე, მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლებს ესტუმრნენ.
დავით კუბლაშვილი და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარიამ სანებლიძე ქალაქის მე-2 და სოფელ გურნის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ. მათ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს:
,გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს. პატარებო, დღეიდან თქვენთვის სრულიად ახალი, საინტერესო და შემეცნებითი სამყაროს კარი იხსნება, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით გაიაროთ. ძვირფასო პედაგოგებო, განათლების ამ გრძელ და საპასუხისმგებლო გზაზე თქვენი ღვაწლი განუზომელია. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის, უსაზღვრო ნებისყოფისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ავლენთ თქვენს საქმიანობაში.
მომავალი განათლებული თაობა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მთავარი საყრდენია. სწორედ ამიტომ, თითოეული ბავშვისთვის ხარისხიანი და ღირსეული განათლების მიცემა, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი და ყოველდღიური საზრუნავია. გისურვებთ ნაყოფიერ შრომას და საუკეთესო შედეგებს“, - განაცხადა დავით კუბლაშვილმა.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სასწავლო წლის დაწყება, ასევე მიულოცეს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს.