1733433768
პოლონეთში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ვარშავის პოლიციამ ბენზინგასამართ სადგურზე ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებმა სადგურის თანამშრომელს საწვავის შევსება სთხოვეს, ამ დროს ერთმა მასთან საუბარი გააბა, მეორემ კი სადგურის ადმინისტრაციული ოთახი გაქურდა. სავარაუდო დამნაშავეები გაქცევის მცდელობისას დააკავეს. დაკავებულები არიან 26 და 27 წლის ახალგაზრდები.
მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ორ ფაქტზე წაუყენეს და სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.
ასევე ნახეთ:
ბელგიაში ფრინველის გრიპის მაღალპათოგენური შტამის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა
სად იპოვეს ცხედარი და რას ჰყვებიან მეზობლები - წალკაში ნაჯახით მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია