1746733863
ბელგიაში ფრინველის გრიპის მაღალპათოგენურ შტამის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა

ბელგიაში, ერთ-ერთ მეფრინველეობის ფერმაში ფრინველის გრიპის H5N1-ის ახალი მაღალპათოგენური შტამის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მონაცემებზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება.
ფერმა, სადაც ინფექციის კერა დაფიქსირდა, ბელგიაში, საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს.
ეპიდემიის აღსაკვეთად სპეცილისტებმა 20 000-ზე მეტი ფრინველი მოკლეს.
ასევე ნახეთ:
„ახლა პირში წყლის ჩაგუბების დრო არ არის“ - როგორია დეკემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი