პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ღალატის პარტიის ადეპტები, როგორც ყოველთვის, ებრძვიან სახელმწიფოს, რადგან მათი კრიმინალურ-„კაგებეშნიკური“ მენტალიტეტის მარწუხები მათ მეტ გასაქანს არ აძლევენ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქუთაისში ბანკის დაყაჩაღების ფაქტს.
მისი თქმით, მინისტრი გომელაური და შს სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს, ხოლო ამ რთულ სიტუაციაში უსამშობლო არაადამიანები ოფიცრებს ამუნათებენ.
„მავნებლობა და ქვეყნის მტრობა „ნაცოპოზიციისა“ და მისი მარიონეტი მედიის სამარცხვინო „სავიზიტო ბარათია“. იმის მაგივრად, რომ ქუთაისში მძევლების გათავისუფლების და დამნაშავის განეიტრალებაში პოლიციას დაუდგნენ გვერდში, ნაცპარაზიტები, ჩვეულებისამებრ, კრიმინალის გვერდით დადგნენ. ამ რთულ სიტუაციაში უსამშობლო არაადამიანები ოფიცრებს ამუნათებენ.
მინისტრი გომელაური და შს სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს. ღალატის პარტიის ადეპტები, როგორც ყოველთვის, ებრძვიან სახელმწიფოს, რადგან მათი კრიმინალურ-„კაგებეშნიკური“ მენტალიტეტის მარწუხები მათ მეტ გასაქანს არ აძლევენ“, - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, საპოლიციო ღონისძიება უკვე ოთხ საათზე მეტია, რაც გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძევლების უვნებლად გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფება შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.