კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა და კიდევ ერთი ადამიანი მოკლა - დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი

ლენტა

სიღნაღში მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა და ყოფილი ცოლი დაჭრა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ყოფილი მეუღლე დაჭრა. მოკლულია კიდევ ერთი პირი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად, ეჭვიანობა სახელდება.

ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.