მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გაძლიერდა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ.
მინისტრის თქმით, ნარკოდანაშაული მსოფლიოს გამოწვევად რჩება და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
„ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ, როგორც საზოგადოებას დავპირდით, ძალიან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა როგორც საკანონმდებლო, ისე საპოლიციო ღონისძიებების თვალსაზრისით. წამოწყებული გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. ეს პროცესები არ გაჩერდება, გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტის მიღწევას შევძლებთ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.