9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
3 დღე გავიდა საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმიდან, დღეს პოლიციაში გამოკითხვები განახლდება. დაჰკითხავენ მოწმეებს და თვითმხილველებს. მთავარი კითხვა ისევ ეხება მოტივს, ვრცელდება სხვადასხვა ვერსია, ოფიციალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ყველაზე გავრცელებული ვერსია სუფრაზე დაწყებულ სავარაუდო კონფლიქტს უკავშირდება.
რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, მოკლულების ახლობლები სამძიმარს იღებენ. მოსახლეობას შემთხვევის ადგილზე ყვავილები და სანთლები მიაქვს.
„კურიერი" თავდამსხმელის მეზობლებს ესაუბრა. მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონდა და თითქმის არავის ეკონტაქტებოდა.
„იყო კარჩაკეტილი პიროვნება, გამარჯობასაც არ ამბობდა, მაღაზიის ხალხს უფრო ეკონტაქტებოდა ალბათ. მეზობლებთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია. სროლა რომ ატყდა, ახალი წლის დღეებია და ფეიერვერკები გვეგონა. დადგა ეს შედეგი, დახოცა ბავშვები," - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
საგარეჯოს ჰოსპიტალში 3 დაჭრილი რჩება. ერთის, 24 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზეა.